>>
Home

Latest Post

ისევ ლეო?!

მალე მსოფლიოს ახალი საუკეთესო ფეხბურთელი ეყოლება, თუმცა ჩემი აზრით ეს შეიძლება სულაც არ იყოს ახალი, ხო მიხვდით, მესის მეხუთე ოქროს ბურთზე მინდა დავწერო. დღეს ძალიან ბევრი საუბარი მიდის ამ ფეხბურთელის დამსახურებებზე და იმაზე თუ რატომ აქვს ამდენი ინდივიდუალური პრიზი, ვეცდები ობიექტურად გითხრათ თუ რატომ და კიდევ რატომ უნდა მოიგოს მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

დავიწყოთ იმის ახსნა თუ რას გულისხმობს FIFA BALLON D’OR, რა თქმა უნდა ისტორიის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ განვიხილოთ თუ ვინ აძლევს ხმას ფეხბურთელებს და როგორ ვლინდება გამარჯვებული. თავიდან FIFA გამოავლენს საუკეთესო რამოდენიმე ათეულ ფეხბურთელს, რომლებსაც ხმას აძლევს მსოფლიო ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ჟურნალისტებიც, თუ ვცდები ან რამე შეიცვალა შეგიძლიათ შემისწოროთ. აი სწორედ, ხმის მიცემაში არის ძაღლის თავი დამარხული, ანუ როგორც ხედავთ საუკეთესოს გამოვლენა ხდება ადამიანების სუბიექტური მოსაზრებებით და არა რაიმე ობიექტური კრიტერიუმებით, ვთქვათ რომ იყოს ქულები გატანილი გოლზე, თასზე და ა.შ მაშინ საბოლოოდ გამოვიდოდა მაღალ ქულიანი გამარჯვებული და აიღებდა პრიზსაც. მაგრამ ეს ასე არ ხდება, იმიტომ რომ ფეხბურთი, საბედნიეროდ მხოლოდ სტატისტიკა არ არის და საუკეთესო ფეხბურთელიც პროფესიონალებმა უნდა გამოავლინონ.

ისტორიები იმის შესახებ რომ ბლატერი მესისკენაა და ის ამარჯვებინებს, ან ის რომ მოსყიდულია ფიფა, რა თქმა უნდა არასერიოზულია და ამ აზრის გაბათილებაზე თავს არ შევიწუხებ, უბრალოდ მინდა ბოლო დროს თითზე დახვეული თემა განვიხილო. ფიფას პრეზიდენტის განცხადებას ვგულისხმობ, რომელმაც მესი შეაქო და აღნიშნა, რომ კარგი ბიჭია. დიახ, სწორედ ეს განაპირობებს ბევრ რამეს და ნუ გიკვირთ, ადამიანებს უყვართ კარგი ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც არასოდეს წუწუნებენ წაგებისას, არ აყენებენ ტრამვებს მოწინააღმდეგეს, არ სიმულიანტობენ და ა.შ. მესი თავმდაბალი ადამიანი, კარგი ურთიერთობა აქვს თანაგუნდელებთან, ხალხთან და ზოგადად სიმპატიას იმსახურებს, რაც მოქმედებს იმ ადამიანებზეც ვინც უნდა დაასახელოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მესის ნიჭი და ფეხბურთის ცოდნა, პროფესიონალიზმი ფენომენალურია, ის ჯერ 26 წლისაა და ძალიან ცოტა თუ დაიკვეხნის იმ ტიტულებით და თამაშის ხარისხით რითაც მესი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყოველ წელს პროგრესირებს, გგონია რომ ეს უკვე მაქსიმუმია მისი შესაძლებლობების და ხედავ რომ გაცილებით მეტ საგოლეს აკეთებს, უკეთ ურტყამს ჯარიმას, რომელიც სხვათა შორის არც ისე კარგად გამოდიოდა 2-3 წლის წინ, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კუთხითაც.

2013/14 სეზონი ძალიან წარმატებული არ ყოფილა ბარსასთვის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდი 1/2 ფინალი ითამაშეს, რა თქმა უნდა 1/2 ფინალი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ არა ბარსასთვის. აღსანიშნავია მესის გახშირებული ტრამვები, თუმცა მაინც დიდი შანსი აქვს საუკეთესო ფეხბურთელობის, იმიტომ რომ ის უბრალოდ მოედანზეა და სანამ ის მოედანზეა სხვა ვერ იქნება საუკეთესო. რონალდო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდს ვერ დაეხმარა წელს, უღიმღამო წელი აღმოჩნდა, მხოლოდ ახალი სეზონის დასაწყისი გამოუვიდა გენიალური, რაც არაა საკმარისი, რიბერი კი უბრალოდ დაიჩაგრება, როგორც ხდება ხოლმე ტიტანების შერკინებისას, მართალია ბევრი თასი მოიგო და კარგადაც ითამაშა, მაგრამ ამჟამად მესი და რონალდო სხვა განზომილებაში არიან, თან ეს მაინც ინდივიდუალური პრიზია და არ შეიძლება რიბერის უკეთესი გუნდური შედეგების მიუხედვით გადასცენ. მაშინ ინიესტას არ მოგება 2010 წელს დიდი უსამართლობა იქნება.

მოკლედ, ჩემი სათქმელი რომ შევაჯამო. მესი არის ფეხბურთელი რომელსაც 20 წლის ასაკში უკვე უდიდეს ფეხბურთელებს ადარებდნენ, მან შეძლო ყველა ტიტულის მოგება რაც კი შეეძლო საკლუბო დონეზე, ის არასოდეს კარგავს კონცენტრაციას და შეუძლია ნებისმიერ მომენტში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მას ამ ასაკში უკვე ყველა დროის საუკეთესოდ მოიაზრებენ მსოფლიო თასის მოგების გარეშე, ამით ვერცერთი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის და მე ვიცი, ის აუცილებლად მოიგებს მსოფლიოს, თან ბრაზილიაში, რაც წარმოუდგენელი წარმატება იქნება, მაგრამ ეს მესია და ის ფეხბურთის მეფეა.

Advertisements

სხვა პოსტები...

  • ჩელსი-ბარსელონა ამ საუკუნის კლასიკურ დაპირისპირებად იქცა, ამ მატჩების დაძაბულობა ელ კლასიკოსაც არ ჩამოუვარდება. გუშინ, 18 აპრილს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თამაში გაიმართა ჩელპიონთა ლიგის 1/2 ამ გუნდებს შორის. ნეიტრალურმა გულშემატკივარმა ისიამოვნა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე დიდად ვერა. არა იმიტომ, რომ ბარსამ წააგო, არამედ იმიტომ რომ ფეხბურთს სტადიონზე ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე 10 კაცით იდგა საჯარიმოსთან. ბევრი იტყვის, რომ ბარსასთან ეს ჩვეული სცენარია და სხვანაირად ვერ მოუგებ. შეიძლება ასეცაა, მაგრამ ხომ უნდა სცადონ?! თუ მართლა შედეგია მთავარი და აბრამოვიჩის გახარება?! ნუთი ლონდონელები ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებენ?! არ ვიცი, არ ვიცი, მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩელსი იბრძოდა ისე, თითქოს ბარსელონა გუნდი კი არა ოკუპანტი ყოფილიყოს და ავტომატებით მიდგომოდნენ ლონდონს. ჩელსი არ თამაშობდა, ჩელსი იბრძოდა. მესმის, შეიძლება ვიღაცას მართლა უყვარს მსგავსი თამაში და მე ვამეტებ და ძალიან სუბიექტური ვარ. თუმცა, იმაში ნამდვილად არ ვამეტებ, რომ მწვრთნელები ბარსას წინააღმდეგ ვერაფერ ახალს ვერ იფიქრებენ და მაურინიოს ”გენიალურ გამოგონებას” 10 კაციან დაცვას მიმართავენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩელსის დაცვამ გუშინ უშეცდომოდ ვერ ითამაშა და დაახლოებით ოთხი 100 % შანსი გაუშვა ბარსას ფეხბურთელებმა, ისეთი შანსი, რომ იტყვიან ბავშვიც გაიტანდაო. მოკლედ ბარსას არ გაუმართლა, ჩელსის ბრძოლამ შედეგი გამოიღო. დროგბამ დაამტკიცა, რომ დიდი თავდამსხმელია და ტორესის ადგილი სკამზეა. წვიმიანი ლონდონი ვერაა კატალონილებისთვის კარგი ადგილი სათამაშოდ და უკვე ერთ კვირაში სახლში გადაწყვეტენ ყველაფერს. აუცილებლად ფეხბურთმა უნდა მოიგოს.
Advertisements

გამოგვედევნეთ

Error: Twitter did not respond. Please wait a few minutes and refresh this page.

სტატისტიკა

ფოტოები

%d bloggers like this: